კიტეიშვილი ავსტრიულმა გამოცემამ ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში წარადგინა

ოთარ კიტეიშვილი

ავსტრიის ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და შესაძლოა, ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთი ვერსიით გახდეს – გამოკითხვას Skysportaustria ატარებს.

ნომინანტთა შორის 15 მოთამაშეა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“), დომინიკ ფიცი („აუსტრია“), ოსკარ გლუხი („ზალცბურგი“), ბენ ბობცინი („კლაგენფურტი“), სამსონ ბაიდუ („ზალცბურგი“), მამადუ სანგარე („რაპიდი“), დეიან ზუკიჩი („ვოლფსბერგერი“),​ ტიერნო ბალო („ვოლფსბერგერი“), მორის მელოუნი („აუსტრია“),​ სერჟ-ფილიპ რაუ-იაო („რაპიდი“),​ რონივალდო („ლინცი“), ალექსანდრე დრაგოვიჩი („აუსტრია“), მალიკ იალკუჯე („შტურმი“),​ ჩიბუიკე ნვაივუ („ვოლფსბერგერი“), ჯონ გორენც სტანკოვიჩი („შტურმი“).

გამოკითხვაში ოთარ კიტეიშვილი ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა (27%), პირველ ადგილზე ვენის „აუსტრიის“ ნახევარმცველი დომინიკ ფიცია (49%).

ხმის მიცემა 24 მაისს, 14:00 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ავსტრიის ბუნდელისგის კლუბების პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დასახელდა.