სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და შესაძლოა, მან ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშოს, – ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩატარებულმა პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ კვარაცხელიამ მხოლოდ წვივის არეში მიიღო დარტყმა და მნიშვნელოვანი ტრავმა არ დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის მწვრთნელი, ლუის ენრიკე მიიღებს – ის განსაზღვრავს, დაასვენოს თუ არა ფეხბურთელი. არ არის გამორიცხული, რომ კვარაცხელიამ შაბათს გასამართ ლიგა 1-ის მატჩში მიიღოს მონაწილეობა „მარსელთან“.
ქართველ შემტევს საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში „ლანსის“ ფეხბურთელი ეუხეშა, რის გამოც ის პირველივე ტაიმში შეცვალეს.
„პარი სენ-ჟერმენი“ 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ მატჩს „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.