სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებულმა ნ.ქ.-მ 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.