სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ცნობილი გახდა რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც 19 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების შეხვედრაში ვიხილავთ.
„გულშემატკივარი მოედანზე სხვადასხვა თაობის გამორჩეულ მოთამაშეებს იხილავს. მათ შორის იქნებიან ალექსანდრე იაშვილი და რაფაელ ვან დერ ვაარტი“, – წერია მატჩის ორგანიზატორის, Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.
ალექსანდრე იაშვილი „დინამოს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 90 გატანილი გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
რაფაელ ვან დერ ვაარტს „აიაქსში“ 156 მატჩი აქვს ჩატარებული, 56 გოლი აქვს გატანილი და კლუბთან ერთად ორჯერ ნიდერლანდების ჩემპიონია. ის 2003 წელს პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ბიჭუნას“ პირველი გამარჯვებული გახდა.