ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026/2027 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდი სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 აგვისტოს „მალიორკას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრას, „პარი სენ-ჟერმენს“ 12 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასის მატჩი ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ელის.

ამის შემდეგ, 16 აგვისტოს, პარიზელები საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსთან“ იბრძოლებენ, ხოლო ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში 23 აგვისტოს „რენთან“ ითამაშებენ.

1TVSPORT