გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
მართალია, სერია A-ს განახლებული რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე სკუდეტო არ მიენიჭა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ნაპოლის“ საჩემპიონო გზაზე, — ამის შესახებ წერს გამოცემა Footboom1 და იმ იშვიათ ფეხბურთელებს იხსენებს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი კლუბის რიგებში სხვადასხვა ქვეყნის ტიტულის მოპოვებაში მიიღეს მონაწილეობა.
„ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა იმ იშვიათ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი ეროვნული ჩემპიონატი მოიგეს. ეს არა მხოლოდ მის შესაძლებლობებს, არამედ ადაპტაციის უნარსა და გარკვეულწილად იღბალსაც უსვამს ხაზს.
კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლიზე“, ასევე „პარი სენ-ჟერმენზე“. ის იტალიაში 2022 წელს ჩავიდა და პირველივე სეზონში, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, სერია A-ს ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფრანგული გრანდი ხვიჩას თამაშს რამდენიმე სეზონი აკვირდებოდა და საბოლოოდ, იანვარში დაიმატა. პარიზში ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
პსჟ-მ ლიგა 1-ის ტიტული აპრილში ოფიციალურად მოიგო, ხოლო „ნაპოლიმ“, მიუხედავად მისი არყოფნისა, სერია A-ს ჩემპიონობა ბოლო ტურში, „კალიარის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამგვარად, კვარაცხელია იმ მოთამაშეთა რიცხვს შეუერთდა, ვინც ერთ სეზონში ორი ტიტული მოიგო.
ამ გამორჩეულ სიაში ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც – დევიდ ბექჰემი, კინგსლი კომანი, ლეანდრო პარედესი და ჟოაო კანსელო არიან“, – წერს გამოცემა.