ხვიჩა კვარაცხელიამ „ლე ავრთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელია

 საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. 87-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემით ბრედლი ბარკოლამ გაიტანა.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ეს კვარაცხელიას მესამე საგოლე გადაცემაა. 13 ტურის შემდეგ „პსჟ“ გათამაშების ცხრილს 30 ქულით ლიდერობს.