„ხელფასი მკვეთრად გაეზრდება“ - „ნაპოლი“ ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

kvaracxelia

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის ხელფასი €1,1 მილიონიდან €2,5-€3 მილიონამდე გაეზრდება. 

ცნობისთვის, 2022 წლის ზაფხულში კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა, ეს კონტრაქტი კი მას 2027 წლამდე აკავშირებს.