1780732749
კაშია ნამდვილი ლეგენდაა და ამაყი ვარ, მისი 4-ნომრიანი მაისური მე რომ მერგო - ლუკა ლოჩოშვილი
გურამ კაშიას წასვლის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში 4-ნომრიანი მაისურით ლუკა ლოჩოშვილი ითამაშებს – ამის შესახებ „ნიურნბერგის“ მცველმა ბაჰრეინთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ განაცხადა, რომელშიც თავი გოლით გამოიჩინა.
„ეროვნულ ნაკრებში თითოეული გოლი და მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ბაჰრეინთან 4-ნომრიანი ფორმით ვითამაშე – ჩემთვის ეს დიდი პატივია და დიდი დატვირთვაც გააჩნია. ჩვენი კაპიტნის, გურამ კაშიას სურვილი იყო, ეს ნომერი მიმეღო.
დიდი მადლობა გურამს – ის ქართული ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებდა და კიდევ ბევრს გააკეთებს. კაშია ნამდვილი ლეგენდა და მაგალითია ჩვენთვის. ამაყი ვარ, რომ 4-ნომრიანი მაისური მე მერგო“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.












