„იყო რაღაცები, რაც კულისებს მიღმა მოხდა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო...“ - საბა ლაზიშვილი

საბა ლაზიშვილი

საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებულ დაძაბულობაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვის კულისებს მიღმა ძალიან მტკივნეული იყო.

 „იყო რაღაცები, რაც კულისებს მიღმა მოხდა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. თუ დამარტყამ, ფიზიკურად ეს ჩემთვის მტკივნეული არ იქნება. მოვრჩები, ეს სისხლჩაქცევებიც გაივლის. მაგრამ როდესაც ვიღაცის მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გრძნობ და პირველად ხვდები პირისპირ, იმის მიხედვით, თუ როგორი შთაბეჭდილებას დაგიტოვებს, ეს თავში სამუდამოდ გრჩება. მან კი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა“, - თქვა საბა ლაზიშვილმა.

✕