1766172516
გიორგი მუმლაძე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავიდა, რომელთაგანაც გიორგი მუმლაძე (81 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს კადეტთა ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.












