ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა - რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას სახის ნიღაბი?

კვარა

ბოლო დღეებშია, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო სახის დამცავ ნიღაბში.

2019 წელის ოქტომბერში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, მას ტვინის შერყევა არ დაუფიქსირდა, თუმცა, შეჯახებისას ცხვირში მოხვდა და ამის გამო, მომდევნო თამაშზე სახის დამცავი ნიღბის ტარება მოუწია.

მოგვიანებით, „რუბინმა“ „ტვიტერზე“ კვარაცხელიას ნიღბიანი ფოტო გამოაქვეყნა და მკითხველს მისთვის თიკუნის დარქმევა შესთავაზა.

„რა დავარქვათ ჩვენს სუპერგმირს?“, - ჰკითხა პრესსამსახურმა გულშემატკივრებს.