1750017082
ფეხბურთის დღესასწაული საქართველოს 8 ქალაქში - betlive masterleague იწყება

ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ტურნირი, betlive Master League საქართველოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულ სეზონებთან ერთად გრანდიოზულ საფეხბურთო ფესტივალებს მოაწყობს. მომდევნო 4 თვის განმავლობაში საქართველოს 8 ქალაქში 3-დღიანი საფეხბურთო დღესასწაულები ჩატარდება.
თითოეულ რეგიონში 8 ან 16 გუნდი იასპარეზებს და ტურნირი ჯგუფური ეტაპით დაიწყება. ფესტივალების საპრიზო ფონდი 4,000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდები კი ფულად ჯილდოსთან ერთად საქართველოს betlive Master League-ის შესარჩევი ეტაპის საგზურს დაეუფლებიან.
betlive Master League Festivals - ფესტივალების განრიგი
სიღნაღი - 20-22 ივნისი
თელავი - 27-29 ივნისი
ფოთი - 4-6 ივლისი
ზუგდიდი - 18-20 ივლისი
ონი - 1-3 აგვისტო
მესტია - 15-17 აგვისტო
სამტრედია - 19-21 სექტემბერი
ქუთაისი - 26-28 სექტემბერი
ყოველი ფესტივალის ფინალურ დღეს, ადგილზე მისულ გულშემატკივრებს betlive-სგან საინტერესო საჩუქრები ელით. ფინალურ დღეს, მაყურებლისთვის EA FC 25-ის ტურნირი ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც Playstation 5-ს, მეორე ადგილოსანი კი Marshall-ის დინამიკს მიიღებს. ტურნირისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ადგილზე იქნება შესაძლებელი და მონაწილეობას 18+ წლის ადამიანები შეძლებენ.
ადგილზე უამრავი საინტერესო აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და არაერთი საჩუქარი გელოდება - ამიტომ დაესწარი betlive Master League-ის ფესტივალებს და იცხოვრე ფეხბურთით!