ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ფინალშია

eter liparteliani

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით, პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრი, ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მეოთხედფინალში იტალიელი ჯულიანა კარნა დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ მარტა ფავაზს სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი, სარა-ლეონ სისიქი იქნება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.