ესპანეთის ნაკრები 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ესპანეთი

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგია დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ, პირველად გავიდა.

ლოს-ანჯელესში გამართული დაძაბული შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის გმირად კვლავ მიკელ მერინო იქცა, რომელმაც 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს მერინოსთვის ზედიზედ მეორე მატჩია, რომელშიც სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ, გადამწყვეტი ბურთის გატანა მოახერხა.
ესპანელთა შემადგენლობაში ანგარიში ფაბიან რუისმა 30-ე წუთზე გახსნა, რაზეც ბელგიელებმა 41-ე წუთზე შარლ დე კეტელარეს გოლით უპასუხეს.

ცნობისთვის, ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 2010 წელს, როდესაც ესპანელებმა ნახევარფინალის ბარიერი უკანასკნელად გადალახეს, მათ ტურნირის მოგება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს.