„ეს ბიჭი ფუნდამენტურ თვისებას ავლენს...“ - რა თქვა დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე

დელ პიერო

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს, Sky Sport-ის სტუდიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მიერ „ატალანტასთან“ გატანილ გოლზე ისაუბრა.

ვფიქრობ, ტექნიკური უნარების გარდა, ფუნდამენტურ თვისებას ავლენს: ვნებით და სურვილით თამაშობს. „ატალანტას“ გოლში იდო დიდი ვნება, მონდომება, რომ აჩვენოს ის, რაც შეუძლია და ამას ბუნებრივი გზით აკეთებს.

სწორედ ეს არის მშვენიერი. ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია. მას აქვს ფიზიკური და ტექნიკური უნარები, გააკეთოს ყველაფერი სწრაფად და მონდომებით. მისი თამაშის მანერიდან ჩანს ბრწყინვალება და თავდადების სურვილიც, რასაც აჩვენებს გუნდში, რომელიც დღეს მშვენიერ ფორმაშია“, - თქვა დელ პიერომ.