ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1751203095
შეუჩერებელი, ბრუტალური და გამანადგურებელი - ეს UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაა, რომელმაც ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის წინ თქვა, რომ სახელოვან მეტოქეს პირველივე რაუნდში “დაანოკაუტებდა”, El Matador-მა პირობა შეასრულა და კარიერაში ახალ სიმაღლეს მიაღწია. ბრძოლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ისაუბრა:
“ილიამ ზუსტად ის გააკეთა, რაც თქვა. ის აბსოლუტურად სრულყოფილი მებრძოლია. მისი დგომი, ჭიდაობა - ყველაფერში საუკეთესოა. ეს ბიჭი ვარსკვავია. თოფურიას ბოლო სამბრძოლიანი მოგების შესანიშნავი სერია აქვს, ყველამ კარგად ვიცით, როგორი ლეგენდები დაამარცხა. წონის კატეგორიის ცვლილება და შემდეგ პირველივე რაუნდში გამარჯვება, უბრალოდ შთამბეჭდავია.
თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე პადი პიმბლეტი ავიდა, UFC-ის პრეზიდენტს ამ ფაქტზეც ჰკითხეს - “არ ვიცი პიმბლეტი რინგზე ვინ აუშვა, ეს არ უნდა მომხდარიყო, ახლა ამ ბრძოლაზე არ ვფიქრობ".