„ბიოლოგიური სიკვდილი რომ მოდის - მე მას სულით ცოცხალი ვხვდები...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

mama teodore gignadze

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქრისტიანს არ ეშინია გარდაცვალების; იმიტომ, რომ ბიოლოგიური სიკვდილი რომ მოდის - მე მას სულით ცოცხალი ვხვდები, და სხეულს, როგორც ტანსაცმელს, ისე დავტოვებ აქ, და ისიც დავტოვებ იმ რწმენით, რომ მას განსაკუთრებულად სახეშეცვლილს, კვლავ დავიბრუნებ, როცა უფალი დაბრუნდება“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.