ერთად გავაცილოთ კაპიტანი! - როდის დაიწყება საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა

გურამ კაშია

საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 2 მაისს დაიწყება.

ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს. 

„ამ შეხვედრაში გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს და ეროვნულ ნაკრებს ბოლოჯერ უკაპიტნებს.

ერთად გავაცილოთ კაპიტანი!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.