ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
1770839330
12 თებერვალს გაიმართა ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრა. დღეს კი დადგინდა ტურნირის კალენდარი. საქართველოს ნაკრები პირველ ორ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან შინ გამართავს.
წილისყრით საქართველოს ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.
კალენდარი საკმაოდ კარგია, რადგან ვილი სანიოლის გუნდი პირველ ორ მატჩს შინ ჩაატარებს და ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას უმასპინძლებს.
ერთა ლიგა 2026/27 | მატჩების კალენდარი
25 სექტემბერი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი
საქართველო – უკრაინა
2 ოქტომბერი
უნგრეთი – საქართველო
5 ოქტომბერი
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
14 ნოემბერი
საქართველო – უნგრეთი
17 ნოემბერი
უკრაინა – საქართველოჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამე ადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამე ადგილოსნები კი C ლიგის მეორე ადგილოსნებთან პლეი-ოფში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.