თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმაურება.
მისი თქმით, რადიკალებს არ აწყობთ, რომ საქართველოს და აშშ-ის შორის ურთიერთობები დალაგდეს.
„მათთვის რა თქმა უნდა მიუღებელი არის, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის განახლება მოხდეს. ის კონტაქტები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში შედგა, რა თქმა უნდა გარკვეულ ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს იმისა, რომ შესაძლოა ახლო მომავალში მართლაც სრულმასშტაბიანად განახლდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე არის სწორედ მათი გაღიზიანება ამ ფაქტით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.