ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს შოტლანდიასთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს

მორაგბე

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 20 მარტს, 14 საათზე, იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის გახსნით მატჩში შოტლანდიას ეთამაშება.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ მატისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და უკვე შეცვლილ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოედანზე დაბრუნება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე ფესტივალის ფარგლებში გასამართი სამი თამაშიდან მინიმუმ ერთში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს.

იტალიაში ჩასვლამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი საფრანგეთში, „ლიონის“ თანატოლთა გუნდთან გამართა და 36:7 გაიმარჯვა.

ექვსი ერის ფესტივალზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიის გარდა საფრანგეთს (3 აპრილი) და ინგლისს (7 აპრილი) ეთამაშებიან.