29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ სხვათა სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ გარე მოვლენებს.

კურო

ნუ გააზვიადებთ წვრილმან გაუგებრობას და ყოველ სიტყვას ნუ გამოეკიდებით. შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და იუმორით შეხედეთ ყველაფერს. ამგვარად, მოახერხებთ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ რკინისებური სიმტკიცე, ყველას დაანახვეთ თქვენი თავდაჯერებულობა და საუკეთესო თვისებები, რადგან თქვენკენ, თქვენი საქმესთან დამოკიდებულებისკენ, იქნება დღეს მომართული გავლენიანი ადამიანების მზერა.

კირჩხიბი

იყავით მეტად დამთმობი და გულისხმიერი,მიმტევებელი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მარტივად შეგიძლიათ, საპასუხო დარტყმის მიყენება და მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა, დაპირისპირების შემთხვევაში, ეს გამარჯვება კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

ლომი

ქაოტური დღეა, შესაძლოა, დაგეუფლოთ სიახლეების, ახალი ადამიანების გაცნობის, ახალი ადგილების მონახულების უსაზღვრო წყურვილი. დროებით მაინც რომ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრით, გაისეირნეთ უცნობ ქუჩაზე, წაიკითხეთ, ნახეთ რამე ახალი.

ქალწული

სასურველია, მეტი წინდახედულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება კარგია, მაგრამ აუცილებელია გონივრულად შეხედოთ ყველაფერს.

სასწორი

თავდაჯერებულობითა და გულისხმიერებით რამდენადმე აიმაღლებთ ავტორიტეტს ახლობლებსა და გარშემომყოფებში, ხოლო თუ ქედმაღლურად და ზემოდან დაუწყებთ მათ ყურებას, თქვენს წარმატებასა და თქვენს ავტორიტეტს ჩალის ფასი ექნება მათ თვალში.

მორიელი

შეეცადეთ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, შეიძინოთ ახალი, საჭირო ნაცნობობა და მტკიცედ განაგრძეთ საქმიანობა. დღეს, ძალისხმევისა და კამათის გარეშე მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კონკურენტებთან.

მშვილდოსანი

კარგი დღეა, სიახლეებისა და ახალი იდეების, რაიმე უჩვეულოს დასანერგად თქვენს საქმიანობაში, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის.

თხის რქა

იყავით უფრო ორგანიზებული და მეტად აკონტროლეთ პარტნიორთა ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დანაკარგები, ქაოსი და დაპირისპირებები საქმიან სფეროში.

მერწყული

დაკავდით პირადი საქმეებით, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, უთხარით მათ თქვენი სამომავლო გეგმები. შესაძლოა, ისინიც ჩართოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც მეტ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

იყავით წინდახედული და ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული, რათა ურთიერთობებში პრობლემები არ გაამწვავოთ. ეცადეთ, თქვენი ენერგია რაიმე სარგებლიან საქმეს მოახმაროთ.