1750402427
დღეს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება

დღეს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება. საქართველოს პირველი მეტოქე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იქნება, წყვილში გამარჯვებული, შემდეგ ეტაპზე, უნგრეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნაკრებს გუნდურ ასპარეზობაში დაემატება ოთხი სპორტსმენი:
მიხეილ ბახბახაშვილი
გიორგი ჯაბნიაშვილი
საბა ინანეიშვილი
მარიამ ჭანტურია
ასპარეზობა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი - 20:00 საათზე.