„ბიჭო, რა მჭირს, მგონი, ქართული დამავიწყდა…“ – ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო ინტერვიუ (VIDEO)

კვარა

გვერდი Geo Team ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი თავისი წარმატებული მატჩებისა და გატანილი გოლების შესახებ საუბრობს.

ხვიჩა კომენტარისას ხუმრობით ამბობს, რომ მგონი, ქართული დაავიწყდა:

„ბედნიერი ვარ იმით, რომ გამოდის საგოლე გადაცემა და სულ გოლს ვიტან. ბიჭო, მგონი, ქართული დამავიწყდა. რა მჭირს… ძალიან ბედნიერი ვარ. მამარდამაც წარმატებები მისურვა. თუ გინდა, ინგლისურად ჩამწერე“, - აღნიშნავს სიცილით ხვიჩა.