1793992033
„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ“ - საბა ლაზიშვილის ბავშვობის ფოტოები და ემოციური ისტორია
მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომლის შესახებაც დღეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად საუბრობენ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში, აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს, მის დასახმარებლად გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის გამო მოექცა. სოციალურ ქსელში საბას ბავშვობის ფოტოები და ემოციური პოსტი ვრცელდება.
„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ, ქართველი საბა ლაზიშვილია, ქობულეთელი და მასზე ახლა მთელი სოც, ქსელები და საინფორმაციო საშუალებები ლაპარაკობენ. გაიცნო, თორემ იგი ასეთია, ასეთად გაიზარდა, ჩამოყალიბდა, ასეთია მისი შინაგანი კონსტიტუცია, არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ 20 წლის საბამ გასაგიჟებელი თავგანწირვის, ერთგულების, ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა და ტურებივით თუ აფთრებივით შემოპარულ ავაზაკებს კი არ შეუშინდა, არ დაემალა, არც მობილური ამოუღია, რომ გადაეღო, არც სხვებისთვის უთხოვია შველა. აი, ასე, შევარდა ბრბოში მეგობრის გადასარჩენად, კიი, ახლა მჯერა, რომ სწორედ ასე უსწორდებოდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერს და ჯაბნიდნენ, ასე იგებდნენ ომებს და იწერებოდა მცირერიცხოვან ქართველთა თავგანწირვის ისტორია. ფოტოებზე პატარა საბაა, ქობულეთში, მის ეზოში გადაღებული. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბიჭები, მე ამაყი ვარ! საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.












