ბელგიამ აშშ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა

კი

 ბელგიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში აშშ-ის გუნდი დაამარცხა. სიეტლში გამართული შეხვედრა ანგარიშით 4:1 დასრულდა.

ბელგიელთაგან დუბლი შარლ დე კეტელარემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰანს ვანაკენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. აშშ-ის ნაკრებიდან გოლი მალიკ ტილმანმა გაიტანა.

მეოთხედფინალში ბელგიელები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მატჩი სკანდალის ფონზე წარიმართა, რომელიც აშშ-ის ნაკრების საკვანძო მოთამაშის, თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გადავადებამ გამოიწვია. მან ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ 1/16-ფინალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა. თუმცა, ბელგიასთან თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, FIFA-მდისკვალიფიკაციის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს, რომ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაურეკა და მსაჯების გადაწყვეტილების შესაძლო გადახედვაზე ესაუბრა. ბალოგუნმა ბელგიის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ FIFA-ს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.