„ბედნიერი ვარ, რომ გავახარე ქართველი ხალხი...“ - მერაბ დვალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილი

UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მგულშემატკივრობდა და გაუხარდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი გამარჯვება და ამით გავახარე ქართველი ხალხი. ამაყი ვარ და ბედნიერი. ეს მხარდაჭერა ძალიან დიდი ძალას მაძლევდა. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის“,- ამბობს მერაბ დვალიშვილი „კურიერი P.S“- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.