ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს

ბათუმის სტადიონი

 ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს.

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ სახელმწიფო შესყიდვის პრეტენდენტებმა წინადადებები მიმდინარე წლის 16 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარს შეადგენს. სარგებლობაში გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით განხორციელდება.
დღემდე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა (რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული) საერთაშორისო მასშტაბის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა: 
• UEFA-ს 21 წლამდელთა 5 მატჩი;
• მსოფლიოს რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული მატჩი.

2 ივნისს, სტადიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს. სამომავლოდ, ასევე, არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიება იგეგმება.

2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად ,,აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება, აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

წესები და პირობები, საკონტაქტო და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eauction.ge/Home/EntityView/1251710