„ტელეფონზე ვესაუბრე...“ - რას ამბობს სანიოლი კვარაზე
1792947563
პსჟ-ს ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, მომავალი კვირის დასაწყისში დოჰაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, ხვიჩას გარემოცვამ პარიზული გუნდის სამედიცინო შტაბთან ერთად ყველაფერი დაგეგმა და ოპერაციის თარიღიც ჩაინიშნა.
გამოცემა ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაუტარდება.
„ქირურგიული ჩარევა კვირის დასაწყისში დოჰაში „ასპეტარის“ (Aspetar) კლინიკაშია დაგეგმილი. ოპერაციის ზუსტი დღე ჯერჯერობით უცნობია“, - ნათქვამია L’Equipe-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩში, ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა - მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა და მოგვიანებით კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა.