ადგილი და სავარაუდო დრო ცნობილია - სად ჩაუტარდება ხვიჩას ოპერაცია
1792945496
საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. აქცია 19:00 საათზე დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს აქცია ახალი ტალღის დასაწყისია.
"მთავარი არის ის, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი და ამ ტალღას ბევრი ადამიანის აზრით, და ჩემი აზრითაც, ჰქვია "საქართველო ივანიშვილის გარეშე". ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება. 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები, მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ და საერთოდაც, უკვე მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან ბევრნი, იმიტომ რომ ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა. ეს ცნობილი ასე ვთქვათ სახეა ქარის და ცეცხლის, როცა ცეცხლი პატარაა, ქარი მას მარტივად აქრობს, როცა ცეცხლი დიდია, პირიქით ის ქარით ძლიერდება, ამიტომ ბევრნი უნდა ვიყოთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აქციაზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.
"მიზანი არ ყოფილა რაღაცა უზარმაზარი აქციის შეკრება, როგორც გითხარით, ეს ანონსია. პრაქტიკულად იქნება გამოცხადება და მე ვფიქრობ, საკმარისი ხალხი ამისთვის იქნება. ძირითადად ეს იგეგმება, რომ აქ იქნება საინფორმაციო, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება მარშიც იყოს გარკვეული მანძილი. ახლა გადათხრილია რუსთაველი და პარლამენტამდე ვერ მივალთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად შეიძლება რუსთაველის ძეგლამდე მისვლა", - აცხადებს გიგი წერეთელი.