თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია გულშემატკივარს 8 მაისს, ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც გურამ კაშია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 8 მაისს, 17:00 საათზე ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, სადაც ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
„8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მინდა ვუსურვო წარმატება მათ და მინდა გთხოვოთ, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ყველამ ჩვენს ნაკრებს, ვისაც საშუალება ექნება, რომ თამაშზე დაესწროს. ვისაც დისტანციურად მოგვიწევს ყურება, აუცილებლად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. წარმატებები ბიჭებს, გამარჯვებისკენ“, - აღნიშნავს გურამ კაშია.