2030 წელს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართება

ძალოსნობა

მოსკოვი 2030 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს – 2022 წელს რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურმა ფედერაციამ გლობალური ღონისძიების რუსეთში ჩატარების ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) თავისი გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

იქამდე კი, ოთხი თვით ადრე დაადასტურა, რომ რუს სპორტსმენებს კვლავ მიეცემოდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ შეჯიბრებებში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) განაცხადა, რომ ის კვლავაც „არ აწყობს საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების ღონისძიებებს რუსეთში და არ მიიწვევს რუსეთის მთავრობის ან სახელმწიფო მოხელეებს თავის ღონისძიებებზე“.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ 2026 წლის ივლისში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია დროებით მოუხსნა. დისკვალიფიკაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იყო დაწესებული. მათივე ცნობით, IOC-ის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა რუს სპორტსმენებს, თავიანთი ქვეყნის სახელით ლოს-ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზონ.

✕