თუ ისრაელში დასაქმების მიზნით აპირებთ გამგზავრებას, ეს ინფორმაცია ნახეთ

dasaqmeba

ისრაელში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიების ჩამონათვალი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ ჯანდაცვის უწყება ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად პროფესიების ჩამონათვალის გამრავალფეროვნების მიმართულებით უკვე მუშაობს.

„გერმანიაში არაკვალიფიციურ მუშახელზეა მოთხოვნა და ძირითადად, სეზონურ სამუშაოებზე. ისრაელში კონკრეტულად, გერიატრიული ასისტენტის პროფესიის მქონე პირები ესაჭიროებათ. არსებობს ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ისრაელში სამუშაოდ აქედან გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. ამ მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ტრენინგ-კურსებიც გაკეთდა, მომზადდა და გადამზადდნენ ჩვენი მოქალაქეები იქამდე, სანამ ისრაელში წავიდოდნენ. სახელმწიფო აფინანსებს ამ ტრენინგ-კურსებს. ასევე, განვიხილავთ ისრაელში პროფესიების გამრავალფეროვნებასაც იმიტომ, რომ ისრაელს სხვა მოთხოვნადი პროფესიებიც აქვს და საჭიროებაც შესაბამისად არის. ცირკულარულ მიგრაციაში მნიშვნელოვანია მოთხოვნა - მიწოდებას შორის სწორი ბალანსი დავიცვათ ანუ მიმღებ ქვეყანაში მიწოდებით ჩვენს ქვეყანაში არ შეიქმნას დეფიციტი. აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ბალანსი იყოს დაცული.

ზოგადად, მოთხოვნადი პროფესიები, არამარტო ისრაელში, არამედ ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში არის სატრანსპორტო- ლოჯისტიკური, სამშენებლო და სასტუმრო-სარესტორნო პროფესიები. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებით იქნება და გაიზრდება, თუმცა ამ მიმართულებით მოთხოვნა ჩვენთანაც, ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მაღალია. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ დამსაქმებლებთან, რომ, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და სამუშაოს მაძიებლებს ის კვალიფიკაცია შევძინოთ, რომელიც სჭირდება ადგილობრივ ბიზნესს მოქალაქეები აქვე რომ დასაქმდნენ.

არსებობს მოკლევადიანი მომზადება - გადამზადების კურსები. ამ მიმართულებით უფრო მეტი რესურსის ჩადებას ვფიქრობთ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უშუალოდ დამსაქმებლებთან, რომ დამსაქმებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ისინი გავაძლიეროთ, რათა თვითონ დაატრენინგონ მათთვის მოთხოვნად კვალიფიკაციაში მაძიებელი და შემდეგ უკვე დაასაქმონ“, - განაცხადა ბარკალაიამ.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დასაქმების მაძიებლების პირველი 17-კაციანი ჯგუფი ისრაელში დეკემბერში უკვე გაემგზავრა, მეორე ჯგუფი კი უახლოეს პერიოდში გეგმავს წასვლას. წაიკითხეთ სრულად