VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
ავთო აბესლამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს - როგორ ირკვევა, მომღერალი საერთაშორისო მუსიკალურ პროექტ „SilkWayStar 2025-ში“ იღებს მონაწილეობას და ჩვენს ქვეყანას წარადგენს.
„პრაიმტაიმი“ მომღერალს დაუკავშირდა, რომელმაც პროექტის შესახებ ექსკლუზიური დეტალები გაგვიმხილა.
„პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს, მათ შორის საქართველო. სულ 10 ტურია და როგორც უკვე იცით, წარვადგენ საქართველოს და არა ჩემს სახელს. პროექტი პირდაპირ ეთერში 20 სექტემბრიდან გავა, მანამდე კი, პირველი ტური უკვე ჩაიწერა და ვემზადებით მეორე ტურისთვის. თითო ტურიდან თითო მონაწილე ვარდება.
კონკურსანტის ტურიდან ტურში გადასვლის გადაწყვეტილებას ჟიური იღებს, როგორც უკვე იცით, კონკურსში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს, ჟიურიც სწორედ ამ 12 ქვეყნიდან არის. ჟიურიში ჩვენი ქვეყნიდან დათო კენჭიაშვილია, თუმცა ის საქართველოს ვერ შეაფასებს და შეაფასებს სხვა 11 ქვეყანას“ , - ამბობს ავთო ჩვენთან საუბრისას.