რა შეტყობინება გაუგზავნა ბოლოს მტკვარში დაღუპულმა უტა ელიავამ მეუღლეს
1747296078
მეთ გალა 2025“ კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენას ლეონარდო დიკაპრიო საიდუმლოდ ესწრებოდა. მართალია, მსახიობი წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა, თუმცა ღონისძიებას მოგვიანებით, საქველმოქმედო ვახშამზე შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიკაპრიო მეთ გალას დაესწრო. ის მოდელ ვიტორია ჩერეტისთან ერთად იმყოფებოდა. გამოცემა „ფეიჯ სიქსის“ ინფორმაციით დიკაპრიო და 26 წლის იტალიელი მოდელი ერთად 2023 წლის აგვისტოდან არიან. თავად წყვილი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდება.