„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
მსახიობ კიმ კეტრელის უდავოდ ყველაზე ცნობილი როლი სამანტა ჯონსია - პერსონაჟი სერიალიდან Sex and the City. თუმცა, როგორც ჩანს, ამ უსაზღვროდ პოპულარულ სერიალში მონაწილეობის გადაწყვეტილება კეტრელს ადვილად მიუღია. მეტიც, მსახიობი უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ სამანტას როლზე დათანხმებამდე ოთხჯერ თქვა უარი შეთავაზებაზე, ამის მიზეზად კი "საკუთარი თავისთვის ჩაგონებულ ეიჯიზმს" ასახელებს.
„ეს შეიცვალა, 40 წლის ასაკი მიმზიდველი გახდა. სამანტა ნიმფომანიაკი არ ყოფილა, როგორც ამას ზოგიერთი მიიჩნევს, უბრალოდ, ყოველთვის მთავარი კერძის მირთმევა ერჩია. როცა სხვები აპეტაიზერს კვნეტდნენ, იგი სტეიკს იღებდა. და ამას ყოველთვის თავისი წესებით აკეთებდა, რაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნაც იყო",- ამბობს კეტრელი.
თუმცა, როგორც მსახიობი აღნიშნავს, რეალურ ცხოვრებაში სამანტას ანტიპოდია, მისივე სიტყვებით - „სერიული მონოგამი".
კეტრელი Sex and the City-ის ყველა სერიაში ჩნდება სერიალის სხვა მთავარი გმირების შემსრულებელ მსახიობებთან: სარა ჯესიკა პარკერთან, კრისტინ დევისთან და სინთია ნიქსონთან ერთად. თუმცა, როცა რამდენიმე წლის წინ სერიალის გაგრძელება გადაწყდა, კიმი ოთხეულიდან ერთადერთი იყო, რომელმაც დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სპინ-ოფი, სახელწოდებით And Just Like That, მაყურებელმა 2021 წელს იხილა პირველად. სერიალის მეორე სეზონში კეტრელი რამდენიმეწამიანი სცენით მაინც გამოჩნდა.
„დიდი ჭკუა სჭირდება, იცოდე, როდის დასვა წერტილი", - ასე ახსნა კეტრელმა სპინ-ოფში დაბრუნებაზე უარი, - „მინდოდა, სერიალი ისეთი მხსომებოდა, როგორიც დავტოვე".
აღსანიშნავია, რომ კიმს წლების წინ ურთიერთობა დაეძაბა სარა ჯესიკა პარკერთანაც, რომელიც Sex and the City-ში ქერის ასახიერებდა. კეტრელმა თქვა, რომ იგი სერიალის მსახიობებთან არასდროს მეგობრობდა. ამ განცხადებას გამოეხმაურა პარკერი და აღნიშნა, რომ კიმის სიტყვებმა გული ატკინა.