რას წერს უკრაინული მედია ნინო ქათამაძის შესახებ

ნინო ქათამაძე

ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ, რომელიც უკრაინას ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერს, განაცხადა, რომ აპირებს კიევში გადასვლას. ვარსკვლავი გადასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკრაინაში ცხოვრება. ჩვენ ახლა ვგეგმავთ გადასვლას, ზუსტად ომის დროს“, - თქვა ნინომ.

მან აღიარა, რომ მას და მის კოლეგებს არ ეშინიათ უკრაინის ქალაქების მონახულება, ამიტომ ისინი ყოველთვის სიამოვნებით მოდიან აქ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინელებს თავიანთი შემოქმედებით - წერს მედია. 

„როცა ჩემს ჯგუფს ვუთხარი, რომ კონცერტით მივდიოდით კიევში, მათ თქვეს, რომ მზად იყვნენ იქ დაეკრათ. კონცერტი მეტროში - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი კონცერტი ჩემს ცხოვრებაში. კვარტეტთან ერთად სპეციალურად შევქმენით ისეთი ჟღერადობა, რომ მუსიკით გამოგვეხატა მხარდაჭერა“, - იხსენებს ქათამაძე.

სხვა სიახლეები