ნინო ქათამაძე

საზოგადოება 1718547017

ნინო ქათამაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ წერს.„გუშინ დილით ჩემი საყვარელი მამიკო,ჩემი ტკბილი მამიკო გარდაიცვალა..ბათუმიპანაშვიდიკაპრეშუმის ბინებიმამია აბაშიძის -6სართული -5გასვენებაჭაობის დასახლებაანდრონიკაშვილის 4 ნომერიმამა მთავარ აბრაამის სახ ეკლესია“ - წერს ქათამაძე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1715591657

ვითომ აჯანყებული, ყველაფერში ქაჯი ნინო ქათამაძე ვითომ „რაცხას“ აპროტესტებს, როცა ოკუპანტებთან მღეროდა - კოლექტიურო ფლიდებო, ყველას შეგახსენებთ თქვენს წარსულს! - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მომღერალ ნინო ქათამაძის მიერ, რომელიც "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეა, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, მოსკოვში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.აბაშიძის განცხადებით, ვითომ აჯანყებული ქათამაძე, რომელიც ე.წ. "რუსულ კანონს" აპროტესტებს, თავის დროზე სწორედ ოკუპანტებთან მღეროდა. მისივე თქმით, ყველას შეახსენებს წარსულს."ეს ვითომ აჯანყებული, ყველაფერში ქაჯი ნინო ქათამაძე ვითომ რაცხას აპროტესტებს, როცა ოკუპანტებთან მღეროდა.კოლექტიურო ფლიდებო, ყველას შეგახსენებთ თქვენს წარსულს!" - წერს გია აბაშიძე.

ევროპის მოედანი

პოლიტიკა 1715449194

ევროპის მოედანზე კონცერტი იმართება

ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე იმყოფება, იგეგმება ნინო ქათამაძის გამოსვლაც.ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილებს კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე, პრობლემა და ხარვეზია, მაინც პრავალპარტიული დემოკრატია ჯობია ერთპარტიულ მმართველობას, ქუჩაში დგომა ჯობია მხარ-თეძოზე წამოგორებულ ყოფნას“.„ეს მთელმა საქართველომ იცის. ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ ჩვენი თავის იმედი. არასდროს აღარ უნდა მივანდოთ ვიღაც არჩეულ თუ დანიშნულ ხელისუფლებას ძალაუფლება და ველოდოთ, იმის იმედი გვქონდეს, რომ უბრალოდ კეთილია და კარგად მოიქცევა. ჩვენ თვითონ ყველანი უნდა გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიას სჭირდება ნამდვილი მოქალაქეები, დღეს ათეულობით ათასი ასეთი მოქალაქე დგას აქ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს. უნდა იპოვონ ერთმანეთისკენ სავალი გზები, უნდა იპოვონ ერთმანეთთან კომპრომისები. პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატი პოლიტიკოსები, რადგან დემოკრატიას, პირველ ყოვლისა, დემოკრატები სჭირდება. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.კონცერტის დაწყებამდე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1715342896

სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან, არამედ საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილზე სალომე ზურაბიშვილის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საღი აზროვნებისგან  დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს.„დე ფაქტო პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, ქართულად რომ ვერ მეტყველებს ეს დიდი ხანია ცნობილია, კითხვაც თუ არ იცოდა ქართულად არც ეს აღმოჩნდა დიდი მოულოდნელობა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მავნებელმა თურმე ასე გაიგო პრემიერ მინისტრის ვრცელი წერილი. „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგანო.“-ამბობს ზურაბიშვილი, რომელიც სწორედ ბერბიჭაშვილების ერთ-ერთი წამხალისებელი და სულიერი მემკვიდრე გახლავთ. ამ ქალბატონმა,  რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ამნისტიით გამოუშვა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის გასამართლებული დამნაშავე, გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან არამედ საღი აზროვნებისგან  დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს.  რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ღია წერილს, მან  სწორედ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდების მიმართა, თორემ რადიკალ ნაცებს, მათ მიმდევარ გრანტიჭამია არასამთავრობოებს და „ნიკოლოზ ე.წ. რაჭველს, ნინო ქათამაძეს და სხვა ცნობილი „ნაციონალებს“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, არაფერი რომ აღარ ეშველებათ ეს ისედაც ცხადია. ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი,  რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარია ეს გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდების რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქართული კანონი არც წაკითხული აქვს, და ვიღაცების ტანით შეგრძნებაზე, ნაც პოლიტიკოსების დაძახილზე, რომ  თანამედროვე ბერბიჭაშვილების ნავში სხდებიან ეს არის სავალალოც და საგანგაშოც!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1715321040

ირაკლი კობახიძის ღია წერილი ახალგაზრდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს ავრცელებს. „ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა.ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება - მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას აცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა აცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით.მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ - თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს - ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა.მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს.შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ - როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, - წერია წერილში.    All reactions:50Nino Rurua and 49 others 

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1712833471

ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილია რასაც ამბობს - მამუკა მდინარაძე ნინო ქათამაძეზე

ნუ გავრევთ სპორტსმენებსა და ხელოვანებს პოლიტიკაში - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეცდომაში შეჰყავთ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.ერთ-ერთ მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა ნინო ქათამაძე დაასახელა. მომღერალმა განაცხადა, რომ ინიცირებული კანონი ემიგრანტებსაც შეეხებათ და თუ ემიგრანტი ქვეყანაში დაბრუნდა, ფული ჩამოიტანა და აქციაზე გავიდა, ეს კანონით აეკრძალება. მდინარაძე ასეთ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხებათ."ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ და არ ვრევთ, რადგან მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, მხატვარი, სპორტსმენები - ყველას უყვარს ეს ხალხი და იყოს ეს ხალხი ყველასი. ხომ შეიძლება, მომღერლები არ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი გამოვიყვანოთ და ტყუილები ვალაპარაკოთ.ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილია, რომ ემიგრანტი ჩამოვიდა, ჩამოიტანა ფულიო, გამოვიდა მიტინგზე და ეს არ შეიძლება ამ კანონითო. უფრო დიდი ტყუილს ვერ მოიფიქრებ. ან დაარწმუნეთ ეს ადამიანი და ამ ბინძური, შავი ფულისთვის გამართული კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდა, ან შეგნებულად იტყუება. თვითონ უნდა აირჩიოს ან რატომ კადრულობს, ან რატომ უჯერებს ასე უაპელაციოდ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1712816484

დეზინფორმატორებსა და ყალბ პატრიოტებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე ხშირად უნდა შევახსენოთ ახლო წარსულის კონცერტები ოკუპანტ რუსეთში- სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" დაუფიქრებლად გამეორება - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების განმავლობაში თანხა დააგროვა,  საქართველოში დაბრუნებისთანავე “გამჭვირვალობის  კანონი” შეეხება, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით სიცრუეა.აბაშიძე აღნიშნავს, რომ სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!მისივე თქმით, კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს.“როგორც ჩანს დეზინფორმატორებსა და ყალბ პატრიოტებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე ხშირად უნდა შევახსენოთ ახლო წარსულის კონცერტები ოკუპანტ რუსეთში. ნინო ქათამაძე ნიჭიერი მუსიკოსია, შესაძლოა, ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ როცა ბოროტ ტყუილს უსინდისოდ აკადრებ საზოგადოებას, წყალში ყრი ყველა წარმატებას. სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!კანონპროექტი ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა დაფინანსება 20%-ზე მეტია. კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1703603703

გია აბაშიძე ნინო ქათამაძის განცხადებაზე - როცა საახალწლო კონცერტისთვის არაგონივრულ ჰონორარს ითხოვ და ბუნებრივი უარის გამო ამას დამახინჯებული ნაცპოლიტიკური "მესიჯბოქსისთვის" იყენებ, უსინდისობა რბილად ნათქვამია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მომღერალი ნინო ქათამაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეტყობა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჩატარებულმა კონცერტების შემოსავლებმა გაათამამეს ნინო ქათამაძე, ანდა ნაცსექტის პარაზიტულ დავალებას ასრულებს განსხვავებული აზრის მქონე არტისტების ვითომ შეზღუდვაზე.“როცა თბილისში საახალწლო გალა კონცერტისთვის არაგონივრულ ჰონორარს ითხოვ და ბუნებრივი უარის გამო ამას დამახინჯებული ნაცპოლიტიკური "მესიჯბოქსისთვის" იყენებ, უსინდისობა რბილად ნათქვამია. ეტყობა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჩატარებულმა კონცერტების შემოსავლებმა გაათამამეს ნინო ქათამაძე ანდა ნაცსექტის პარაზიტულ დავალებას ასრულებს განსხვავებული აზრის მქონე არტისტების ვითომ შეზღუდვაზე. გადავხედოთ საახალწლო, მანამდე თუნდაც თბილისობის კონცერტების მონაწილეთა სიას, და დავინახავთ, რომ პოლიტიკური გემოვნება, თუნდაც რადიკალური, საერთოდ არაფერ შუაშია.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1703596406

ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა კონცერტზე არ მიმიწვიესო, თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ - ცოტა უხერხული, ხომ არ არის? - ლევან ნიკოლეიშვილი

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძის განცხადებას, რომელშიც მომღერალი წერს, რომ ახალი წლის კონცერტში მონაწილეობას ვერ შეძლებს.მისივე თქმით, უხერხულია, იმ ხელისუფლებას, რომელსაც აკრიტიკებ, დააძალო კონცერტში მონაწილეობა და სიმღერაში თანხის გადახდა, იმ ფონზე, რომ ქათამაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთხოვდა სააკაშვილის შეწყალებას, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.„მართლა ვერ ვიგებ: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ კონცერტზე არ მიმიწვიესო? დალოცვილო თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო მავნებელ სალომე ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ, რომლის დამხობასაც ავაზაკურად ცდილობდა სააკაშვილი და რომლის უსამართლო კრიტიკას არცერთი ტრიბუნიდან არ ერიდებოდა მავნებელი სალომე ზურაბიშვილი!ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, თან ყველას თავის მსმენელი ჰყავს, ზოგის კონცერტზე ბილეთსაც ვერ იშოვი, ზოგან კი არავინ მიდის...მაგრამ გინდა თუ არა მამღერე და დიდი ფული გადამიხადეთ? ვერ ვიგებ? როგორც მინიმუმ ცოტა უხერხული, ხომ არ არის?" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

lasha glonti

საზოგადოება 1702132680

„მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…” - როგორ მიულოცეს ლაშა ღლონტს დაბადების დღე

მომღერალი, ლაშა ღლონტი იუბილარია.მას სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეოთი დაბადების დღეს ცნობილი კოლეგები ულოცავენ.ვიდეოში შეკრებილია ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო გელაშვილის, დათო არჩვაძის, ლიზა ბაგრატიონის მილოცვები.„მადლობა ჩემებს! მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…“,-  წერს ლაშა.ნახეთ, ვიდეოასევე ნახეთ:კიევში, ქალმა ლეკვი ფანჯრიდან გადააგდო - მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება„16 წლის გოგოს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და პირად ინფორმაციას სთხოვდა“ – ვანში მოზარდის მიმართ იძულების ბრალდებით, კაცი დააკავეს

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

საზოგადოება 1695811766

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის" გადაეცა.ცნობისთვის, რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ქათამაძემ დააარსა ფონდი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ნინო ქათამაძე ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს კიევში.

nani

კულტურა 1694536877

"ლატვიელი ბრეგვაძე" - "ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია" - ნანი ლაიმასთან დუეტზე

ფეისბუქზე Laima Rendezvous Jurmala-ს ძველი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ნანი ბრეგვაძე და ლაიმა ვაიკულე   "თბილისოს" ასრულებენ; ჩანაწერს ბევრი მოწონება და ბრავო მიაწერეს; "ეს ახალი დუეტია?" - დაინტერესდნენ ფეისბუქმომხმარებლები;ქართული სცენის მშვენება, კოლეგასა და მეგობარს, იურმალაში, ლაიმას სახელობის ფესტივალზე 2015 წელს სტუმრობდა; იმ პერიოდის რუსული მედია ლეგენდარულ ნანის შეუდარებელ სტილზე აღმატებით ხარისხში წერდა და დასძენდა, რომ ვაიკულე სტილით თითქოს ჰგავს კიდეც ნანის და ლაიმა - "ლატვიელი ბრეგვაძეაო", ამგვარ შედარებასაც აკეთებდნენ;"მართლა ასე დაიწერა? მე კიდევ  ძალიან მომწონს ლაიმას გემოვნება, დახვეწილია, ევროპული სტილი აქვს;ეს რამდენიმე წლის წინანდელი ჩანაწერია; დიდი ამბით შემხვდნენ, ოვაციით და ტაშით; დუეტიც გამოვიდა;ამ ზაფხულს არსად წავსულვარ; წელს იურმალაში ნინო ქათამაძე იყო ჩასული; მე უკვე აღარც შემიძლია და აღარც ის ვიცი, რა უნდა ვიმღერო, - იცინისლაიმასთან ახლოს ვარ, ვმეგობრობთ, შესანიშნავი პიროვნებაა; კონტაქტი გვაქვს, სულ ვეფერებით ერთმანეთს" - ამბობს ქალბატონი ნანი "პრაიმტაიმთან";"პირველი არხი" ჩვენი სცენის ლეგენდაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს; მომღერლის ყოველდღიური ყოფა, კარიერა, ოჯახი ბუნებრივი სახით იქნება ნაჩვენები ფილმში, რომლის გადაღება ორი თვეა დაწყებულია.ნანი: დამყვებიან, ინტერვიუებს იწერენ, ოჯახის წევრებს იღებენ; ფილმს პორტრეტული შეიძლება დაერქვას, ჩემს გარშემო რაც ხდება, ვინც მოძრაობს, იღებენ ყველაფერს; "ყვავილების ქვეყანაზე" კლიპი რომ გადავიღე, ის პროცესიც შევიდა ფილმში; ვნახოთ, რა გამოვა; მართალი გითხრათ, ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, თანაც არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით მიმართლებს;- რა ეტაპზეა დოკუმენტური ფილმის გადაღება?- ფილმის გადაღება მორჩა; ახლა საირმეში ვარ, ვისვენებ; გადასარევი პირობებია, ჰაერი და წყლები;გმადლობთ ყურადღებისთვის; ასევე დაგაინტერესებთ: "მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა"ჩიკამ ქართული დედაჩემისგან, გურიაში ისწავლა; ამბობს - მოი აქანა, ბაღანა" - გაიცანით იაპონელი ბალერინა, რომელიც ჩვენთან გაბრიაძის მარიონეტებით აღფრთოვანებული ჩამოვიდა