„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
1752499975
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე პროცესი უკვე ორი საათია მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმე იკითხება.
წინასასამართლო სხდომაზე გამოცემა "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხა. მზია ამაღლობელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.