ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს.

,,ზაფხულის შუა პერიოდის მოსვლასთან ერთად ატმოსფერო სულ უფრო და უფრო თბება, ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე ტემპერატურა +35 გრადუსია.

შენარჩუნდება ისევ მაღალი ტემპერატურა, მაგრამ სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

მოღრუბლულობის მომატებასთან ერთად, ჰაერში მოიმატებს ტენიანობაც, ამიტომ სითბოს შეგრძნებითი ინდექსი გაცილებით არაკომფორტული იქნება",-წერს მეტეოროლოგი.