მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
1752520229
მმართველიო პარტიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
"როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დღეს, ჟურნალისტებს დაჰპირდა - პარტიის პრეს-სამსახურმა გაუგზავნა დოკუმენტი "ტვ პირველს", რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები და დადანაშაულებულია თორნიკე რიჟვაძე კორუფციაში.
მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ველოდებით, რომ ტელეკომპანია პირველი ჩამონათვალს მაინც გააშუქებს, თუ რამდენ სიუჟეტში დაადანაშაულა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია "პირველმა" რიჟვაძე კორუფციასთან კავშირში", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ რიჟვაძისთვის მმართველი გუნდიდან კორუფცია და მით უფრო ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი ბრალდებები საზოგადოებას სწორედ ოპოზიციური მედიის მხრიდან ახსოვს.
„თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.