„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ცხრა პირის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გელა მთივლიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუა, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს და ეკა კუხალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 1 პრიმა მუხლს ედავებიან.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლე ციცინო მოსიძემ საქმის განხილვა შეაჩეროს, ვინაიდან, ადვოკატების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
ამასთან, ეკა კუხალაშვილის ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ დააყენა შუამდგომლობა, წარმოადგინოს ბრალდების მხარემ საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლების, მათ შორის ბაკურიანის სახლის საკადასტრო ამონაწერი იქნება. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა პირებმა აქცია გამართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსამართლემ განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429