3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
Netflix-მა ვიქტორია ბეკჰემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო - ტრეილერი ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
როგორც ცნობილია, პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. მასში მთავარი აქცენტი ვიქტორიას განვლილ გზაზე კეთდება - მუსიკალური კარიერიდან დაწყებული, დღევანდელი მდგომარეობით დამთავრებული.
როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ეს ფილმი მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მისი საშუალებით გულშემატკივრებს საკუთარ თავს კიდევ უფრო ახლოს გააცნობს.
ვიქტორიას თქმით, Spice Girls-მა აქცია ის იმათ, ვინც დღეს არის.
ვიქტორია ბეკჰემზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე 9 ოქტომბერს გამოვა.