My Chemical Romance-მა ახალი ტურნე ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კონცერტით გახსნ

My Chemical Romance

ამერიკული როკ-ჯგუფი My Chemical Romance კვლავ სცენაზე. ორწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფმა მასშტაბური ტურნე სიეტლში გამართული შოუთი გახსნა, რომელიც ჯგუფის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.

2-საათიანი კონცერტი ორ ნაწილად იყო დაყოფილი. თავიდან ჯგუფმა კოსტიუმირებული და თეატრალიზებული დადგმის ფორმატში 2006 წლის ალბომიდან Welcome to the Black Parade ყველა სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი მცირე სცენაზე გადაინაცვლეს, სადაც მაყურებელს სხვა კომპოზიციები შესთავაზეს.

My Chemical Romance 2001 წელს, ნიუ-ჯერსიში ჩამოყალიბდა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Welcome to the Black Parade, რომელმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. 12-წლიანი კარიერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2014 წელს გამოსულ მათ საუკეთესო ჰიტების ალბომში აქამდე უცნობი კომპოზიცია Fake Your Death მოხვდა.

ჯგუფი სცენაზე 2019 წელს დაბრუნდა, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ ერთი ახალი კომპოზიცია გამოუშვა და კონცერტების დროს ძველ სიმღერებს ასრულებს.