„მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოქვეყნდა

„მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი

სტუდიამ Lucasfilm „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ახალი ფილმის - „მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. რეჟისორ ჯონ ფავროს სურათი სერიალ „მანდალორელის“ გაგრძელება იქნება და დინ ჯარინისა და პატარა გროგუს ახალ თავგადასავლებზე მოგვითხრობს.