თენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობის გამკაცრება ხელაღებით არ მომხდარა, ეს ყველაფერი რეაგირებაა იმ უკანონობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა

თენგიზ შარმანაშვილი

გამკაცრებული კანონმდებლობით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ სახელმწიფო ამ კანონმდებლობით თავის სუვერენიტეტს დაიცავს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოში კანონმდებლობის გამკაცრება რეაგირებაა იმ უკანონობაზე, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეიქმნა.

„კანონმდებლობის გამკაცრება ხელაღებით არ მომხდარა. ეს ყველაფერი რეაგირებაა იმ უკანონობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა. სახელმწიფოს რეაქცია აქვს იმ გეგმაზე, რასაც რადიკალური ოპოზიცია აანონსებდა. ისინი საქართველოში უკანონო, შავი ფულის შემოტანას აპირებენ, რისი მიზანიც რევოლუციის და ქაოსის შექმნაა. გამკაცრებული კანონმდებლობით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ სახელმწიფო ამ კანონმდებლობით თავის სუვერენიტეტს დაიცავს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.