მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა.

ლეგენდარული მუსიკოსის როლი მისმა ძმისშვილმა, ჯაფარ ჯექსონმა შეასრულა. მასთან ერთად სურათში თამაშობენ: კოლმან დომინგო, მაილზ ტელერი, ჯულიანო ვალდი, ლორა ჰერიერი. სურათის რეჟისორი ანტუან ფუკუაა.

„მაიკლი“ გაქირავებაში აპრილის ბოლოს გამოვა.