„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
რამდენიმე დღეა ბათუმი შავი ზღვის მეთექვსმეტე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ორგანიზატორები, როგორც ყოველთვის, ქართველ მელომანებს მსოფლიო მასშტაბის მეგა ვარსკვლავებით ანებივრებენ. ათწლიანი პაუზის შემდეგ, ჯაზფესტივალის ფარგლებში, ბათუმს მეორედ ესტუმრა ამერიკელი მუსიკოსი მარკუს მილერი. ქარიზმატული მუსიკოსი ამჯერადაც ბოლომდე დაიხარჯა, მსმენელი აიყოლია და სცენაზე ცეცხლი დაანთო.
"პრაიმტაიმის" მკითხველს ემოციებს მარიკო ებრალიძე უზიარებს.
მარიკო ებრალიძე: ოოო, მარკუსი იყო მოწოდების სიმაღლეზე, თავისი საქმის ვირტუოზი. მარკუსის სოლო პარტიების დროს ვხვდებოდი, რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა... ეს არ ვიცი, რისი ბრალია: კიდევ უფრო მესმის მუსიკა და იმიტომ, თუ ასაკი მომემატა, თუმცა ალბათ ორივე ერთად.
ბენდის წევრებმა მოლოდინს გადააჭარბეს. მე მახსოვს, როდესაც მილერი 2009 წელს იყო ჩამოსული, მაშინ ჰყავდა ახალგაზრდა საქსოფონისტი, ბერკლის სტუდენტი - ალექს ჰანი, რომელიც ახლა ნამდვილი ვარსკვლავია. ველოდებოდი, რომ ისევ ალექს ჰანთან ერთად ჩამოვიდოდა...
ლაღი, თავისუფალი, შინაარსიანი, აფრო-რიტმებით დატვირთული კონცერტი იყო.
ვცდილობდი ფართოდ გახელილი თვალებით მთელი შეგნებით და არსებით მომესმინა ის, რაც სცენაზე ხდებოდა.
ამ დროს ვცდილობ, აღვიქვა არა მარტო მუსიკალური ნიუანსი, არამედ სცენაზე მუსიკოსების ურთიერთობასაც კი დიდი გულისყურით დავაკვირდე…
მივედი, ფოტოები გადავიღე და ჩემი ემოციები გავუზიარე. ვუთხარი, რომ მისი გამოსვლა იყო შესანიშნავი. ასეთ დროს ცოტა მიჭირს აზრებს მოვუყარო თავი. თან როდესაც ამხელა პერფორმანსის შემდეგ არტისტთან კულისებში შედიხარ, ეს კიდე სხვა შეგრძნებაა. ასეთი მუზიცირების და ამხელა მუსიკალურ-კულტურული შოკის მერე, როცა ხვდები მუსიკოსს, ეს დიდი პატივია...
კონცერტის დასრულების შემდეგ სპეციალურად მივედი სცენასთან და ორივე ხელის გული სცენას დავადე… ეს ერთგვარი წარმოდგენაა იმის შესახებ, რომ ის, რაც იქ ხდებოდა, თითქოს სცენაზე ხელების დადებით, იქ დატოვებული ენერგიის ნაწილი წამოვიღე. თან რაღაც ამ, ერთი შეხედვით, მიამიტური საქციელის მჯერა… ზოგადად ორგანიზმი რასაც გიბიძგებს, თუ გკარნახობს, უნდა გააკეთო. ჩავუარე სცენას და ამის გაკეთება მომინდა. მივედი ორივე ხელისგული უბრალოდ სცენას დავადე, ერთი შევყვირე - იუჰუ, რა მაგარი იყო-მეთქი და... წამოვედი. ეს შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს, მაგრამ როდესაც ამხელა დონის მუსიკოსი ასეთ კონცერტს ატარებს და მთელ ცხოვრებას დებს ამ შესრულებაში, ეს მინიმუმია, რაც შეიძლება გააკეთო მსმენელმა.
ის, რაც სცენაზე ვნახე, დარწმუნებული ვარ აუცილებლად იქონიებს თავის შედეგს ჩემს პროფესიულ ცხოვრებასა თუ განვითარებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: „წერტილის დასმა ჩემთვის რთულია, თუმცა ამას მერე აღარ ვნანობ" - ნანკა კალატოზიშვილი