„წერტილის დასმა ჩემთვის რთულია, თუმცა ამას მერე აღარ ვნანობ" - ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი დაქორწინებული იყო კალათბურთელ ირაკლი კედიაზე. წყვილს ერთი შვილი, დანიელი ჰყავს, თუმცა ნანკა და ირაკლი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

ყოფილ მეუღლეზე მან გადაცემა "სთორიში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილის მამასთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს:

"მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ათჯერ ალაგებენ ჩანთას, მიდიან და მერე ბრუნდებიან. წერტილის დასმა ჩემთვის რთულია, თუმცა ამას მერე აღარ ვნანობ. ფასეულობებში აცდენაა ის, რის გამოც შეიძლება წერტილი დავსვა, ადამიანთან როცა ინსტრუქციით ცხოვრება გჭირდება. საუბარი ყოველთვის კარგია, შვილთან, მეგობართან, პარტნიორთან, როცა რაღაც გაწუხებს, უნდა თქვა. ვერ ვუხსნი ხალხს, იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეგონათ, რომ შევრიგდით. დანის მამაა, ოჯახი წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი" - ამბობდა ნანკა კალატოზიშვილი.

ასევე ნახეთ:

„ღამე მაცივრის გასაღები მოვპარე დედას და ჩაბასთურმებული უმი ღორის ხორცი ვჭამე…” – ნიკოლოზ რაჭველი სახალისო უცნობი ამბებით

ნახეთ ანკა ვასაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები

„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებს